ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, გრუნტის მოხსნა და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 373 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა 14 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„თოდრიას ქუჩაზე წლების განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და ბევრი ოჯახიც ცხოვრობს. გზის რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 428 580 ლარს შეადგენს.