რუსეთის ტრანსპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვიქტორ სვიდოროვმა, მოსამართლის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი რუსული სააგენტო RBC ავრცელებს.
სვირიდოვს ბრალად ედებოდა 10 მილიონი რუბლის გამოძალვა. ის გაუსვლელობის ხელწერილით იყო გათავისუფლებული.
როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სვირიდოვს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მსჯავრდებულბა თავი მოიკლა.