ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ადამიანი რომელიც ამბობს, რომ პოლიტნიშნით იდევნება, რატომ არ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება?” – ოხანაშვილი უგულავაზე

უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი, მითუმეტეს თუ დანაშაული კორუფციას ეხება.

როგორც ოხანაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ მყოფი თანამდებონის პირებიც იხდიან სასჯელს მათი დანაშაულებისა და გადაცდომების გამო.

„ნებისმიერი პირი, ეს იქნება მოხელე, პოლიტიური თანამდებობის პირი, თუ კი ჩაიდენს დანაშაულს, მითუმეტეს კორუფციულ დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი, ეს იქნება „ოცნების“ ხელისუფლებაში მყოფი პირი თუ ოპოზიციაში მყოფი პირი. ყველა ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი“, აცხადეს ოხანაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციას სურს, საზოგადოებას ანახოს, რომ გიგი უგულავა პოლიტდევნილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის დეპუტატის კომპეტენცია სულაც არაა, მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ახსნას.

„საქმე დაიწყო 2013 წელს. უგულავას ედავებიან იმას, რომ მან თბილისის განვითარების ფონდიდან გაფლანგა ფული საკუთარი ინტერესებისთვის და ამ საქმეზე 2013 წელს წაუყენეს ბრალი. პირველი ინსტანციის სასამარლოში წავიდა ეს საქმე, მერე წავიდა მეორე ინსტანციის სასამართლოში და მერე წავიდა მესამე ინსტანციაში. საქმემ გაიარა სამივე ინსტანცია. სად იყო უსამართლო გადაწყვეტილება? და ფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრმა უნდა ახსნას სასამართლოს გადაწვეტილება? ყველა ფუნქციონირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რატომ გამოიტანა, ამაზე მე უნდა გიპასუხოთ?“,- აღნიშნავს დეპუტატი.

ამასთან, ოხანაშვილი სვამს კითხვას, რომ თუ უგულავა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, ფორმალურად მაინც რატომ არ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„იცით რომ უგულავამ აპელაციის განაჩენი არ გაასაჩივრა უზენაესში? და რატომ არ გაასაჩივრაა? ადამიანმა, რომელიც ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება, რატომ არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა პროკურატურამ. თუნდაც ფორმალურად არ უნდა გაასაჩივრო, რომ ამით არ დაეთანხმო სასამართლოს გადაწყვეტილებას?“,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.

იტვირთბა....