ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართავს

დავუკავშირდები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განვიხილო, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.

იტვირთბა....