მთავარი ციტატა

“ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღდგება მაშინ, როცა საქართველოში რუსოფობიური განცხადებები შეწყდება” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

“ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღდგება მაშინ, როცა საქართველოში შეწყდება რუსოფობიური განცხადებები და გაქრება საშიშროება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ემუქრება”

ანდრეი რუდენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

“რია ნოვოსტი”

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის ივლისში მიიღო, როცა ე.წ. “მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში”, რუსი დიპლომატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. ამ უკანასკნელს კი პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობა შეეწირა.

იტვირთბა....