ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სახალხო დაუმორჩილებლობას სჭირდება გამწარებული ხალხი და აუტანელი მდგომარეობა, რაც საქართველოში არ არის” – ქანთარია

“რაც შეეხება ოპოზიციის ყიჟინას, რომ ჩვენ რაღაც საყოველთაო დაუმორჩილებლობას გავაკეთებთო, რითაც ახლა იქადნებიან.. იქ რამდენიმე კაცი შედარებით გამოცდილი ხომ არის და კარგად იციან, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა ინტერნეტში თამაში არ არის, რომ უცბად გააკეთონ. ასეთი რამეები არ ხდება, ვერ ხდება… ამას სჭირდება იდეა, გამწარებული ხალხი და აუტანელი მდგომარეობა, ასეთი მდგომარეობა არ არის დღეს საქართველოში, ამას ყველა ხედავს და მე მგონი, ეს ყველაფერი დარჩება ბუნებრივია, ქადილად მხოლოდ და სიტყვების ხმაურად.”

“ქართული ოცნების” დეპუტატი – ნუკრი ქანთარია

“ციტატა”

აღნიშნული განცხადება ქანთარიამ, “პალიტრანიუსის” ეთერში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილის განცხადებას, სახალხო დაუმორჩილებლობასთან დაკავაშირებით.

 

იტვირთბა....