ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს” – ბრიტანეთის საელჩო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება.

განცხადებას საელჩო სოციალური ქსელით ავრცელებს.

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით.

ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

იტვირთბა....