„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის. ოპოზიცია არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება”
ლინას ლინკევიჩუსი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
“ტვიტერი”
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.