“მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია. ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“
დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
განაცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.