ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას სურვილი არ ჰქონდათ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ” – იონათამიშვილი

ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყო შესული და რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად მიზეზს ეძებდნენ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული, სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, სცენარი შემუშავებული წინასწარ ჰქონდათ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამ საკითხის მიმართ არის უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარი გაფლანგვა არ დარჩება რეაგირების გარეშე.

მისივე თქმით, ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

იტვირთბა....