“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში, სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ქუცნაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილის კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ „საპარტიორო ფონდია“.