“ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ რაციონალურობასთან ამ გადაწყვეტილებას ახლოს არ ჩაუვლია. გარემოებების, განსაკუთრებით კრიტიკული ფონის გათვალისწინებით, ამ ნაბიჯით, ივანიშვილმა გიგი უგულავა კი არ დასაჯა, დასავლეთს გაულაწუნა – ხალხის აღქმა ეს იქნება. ამ საქმეში მთავარი აღქმაა. ვნახოთ, გადაყლაპავს თუ არა დასავლეთი ოლიგარქის მიერ, ქართველი ხალხის თვალში დამცირებას.”
“ტაბულას” დამფუძნებელი – თამარ ჩერგოლეიშვილი
“სოციალური ქსელი”
აღნიშნული განცხადებით ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქში” ეხმაურება, უზენაესი სასამართლოს, უგულავას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.