ოპოზიცია ასაჯაროებს ფარული საგამოძიებო რეესტრის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელისუფლება 7 000-ზე მეტ ადამიანს უსმენდა და უთვალთვალებდა.
როგორც “მეტრონომს” თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, ინფორმაცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოითხოვა.
ხაბეიშვილის თქმით, მონაცემები 2019 წლისაა.
“ირკვევა, რომ საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 7 128 პირზე მისცეს ფარული მიყურადების ნებართვა. ანუ 7 000-ზე მეტ ადამიანს ოფიციალურად უსმენდა საქართველოს ხელისუფლება”, -აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.