“ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილ მერს ედავებოდნენ ხარჯებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში გაორმგებული
ირაკლი აბესაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე ნებისმიერი მოლოდინი დასაშვებია, რადგან საქმე გვაქვს არა მართლმსაჯულებასთან, არამედ ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთანაა.
„გიგი უგულავას საქმე ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სრულ ისტერიკას, სიგიჟის ზღვარზე მყოფები კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით და მართლმსაჯულების აბუჩად აგდებით აპირებენ გიგი უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე გაუშვან ციხეში. რაც შეეხება საქმის შინაარს, ღიმილისმომგვრელია, რომ გიგი უგულავას ედავებოდნენ ხარჯებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში გაორმგაებულია და ჩვენ მართლაც ვხედავთ როგორ არის დასაქმებული პარტიული აქტივი ბიუჯეტის ხარჯზე, როგორ იფლანგება ათეულობით და ასეულობით მილიონობით ლარი იმ დასაქმებულ უსაქმურებზე, რომლებიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიულ მიზნებს ემსახურებიან. მოლოდინი არის ნებისმიერი, რადგან საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან. ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კვლავ არის აქტიური პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში გიგი უგულავას გაჩერების მცდელობა, მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების გზით, მისი ციხეში გამოკეტვით. თუმცა, ეს ყველაფერი აზიანებს თავად ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, ასუსტებს მათ პოზიციას ქართულ საზოგადოებაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააჩქარებს მათ ხელისუფლების ჩამოშლას“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.