ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინგლისელ მეცნიერთა ვარაუდით, კორონავირუსის პიკი თებერვლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, შესაბამის დასკვნამდე ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერები მივიდნენ.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება ძნელია, რადგან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია.

ინგლისელ მეცნიერთა კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსით დაავადებულია, სავარაუდოდ, უხანის ყოველი მეოცე მცხოვრები.

„შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში, მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“ , – ამბობენ სპეციალისტები.

იტვირთბა....