ევროპის ქვეყნებს შტორმი „კიარა“ დაატყდა თავს. ამინდის გაუარესებისა და წვიმის გამო ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა.
ამინდის გამო შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, სკოლები კი დაიხურა.
გერმანიაში რკინიგზის ეროვნულმა ოპერატორმა, „დოიჩე ბანმა“, შორ მანძილზე დაგეგმილი რეისები გააუქმა.
გარდა ამისა, ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ათობით შიდა და საერთშორისო ფრენა გააუქმეს. შოტლანდიაში კი ბარის სახურავის დანგრევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთსი ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა. როგორც ცნობილია, ამინდის გაუარესების გამო განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იქნება.
ნიდერლანდებში ქარის სიჩქარემ უკვე მიაღწია საათში 100 კილომეტრს. ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველა მატჩი გააუქმა.