ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

1984 წელს დაბადებული ს.ო.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....