გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ქართლის“ ყოფილ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
სამეფოს ქუჩაზე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
სასტუმრო “ქართლის” ყოფილ ენობაში ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს.