ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ამ დროისთვუს საშტორმო მდგომარეობაა. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შტორმის სიძლიერე დღისით 4-5 ბალი, ღამით კი – 3-4 ბალი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი ფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემტერატურა მინუს 1, მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა.

11 თებერვლიდან ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, 2-3 ბალამდე შემცირდება შტორმის სიძლიერე.

იტვირთბა....