მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პოლიციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. დაშავებულია ერთი პირი.
შსს-მ გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.