გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის ჟამბილსკის ოლქის სოფელ მასანჩიში, თავდაპირველად 70-მდე აგრესიულად განწყობილი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მოგვიანებით სოციალური ქსელებით თანამოაზრეებსაც მოუწოდეს და მახლობელი დასახლებული პუნქტებიდან კიდევ 300-მდე ადამიანი მივიდა. კონფლიქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა.
აგრესიული ადამიანების შეკრებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება 40-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
არსებული ცნობით, არეულობის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, იყენებდნენ რკინის საგნებს, ქვებსა და ცეცხლსასროლ იარაღს.
არეულობის დროს დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი, 15 სავაჭრო ობიექტი და 23 ავტომობილი.
ყაზახეთის ხელისუფლებამ ადგილზე ვითარების დასარეგულირებლად პოლიცია და გვარდია გაგზავნა.
სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით 47 ადამიანი დააკავეს.
კონფლიქტის მიზეზად საყოფაცხოვრებო კონფლიქტი სახელდება. სოფელ მასანჩიში, დუნგანის დიასპორა ცხოვრობს კომპაქტურად. დიასპორის წარმომადგენლები ჩინურ ენაზე მოსაუბრე მუსლიმები არიან.