რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
აღნიშნულ ცნობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.