სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს , რაც გარდა იმისა რომ შრომის კოდექსის დარღვევაა , უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა შეიცავს ხარვეზებს.
„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს”,-აღნიშნულია ანგარიშში.