ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევექსის” კლინიკის ექიმებს მშობიარობის დროს ბავშვის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

“ევექსის” ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს მშობიარე ქალის ოჯახის წევრები უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ოჯახის წევრების ცნობით,  24 წლის პაციენტი გუშინ მაღალ წნევით შეიყვანეს, ექიმებმა კი მოთხოვნის მიუხედავად, საკეისრო კვეთა არ ჩაატარეს. ბუნებრივი მშობიარობისას კი ახალშობილი გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, რა დროსაც გართულება მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ საკეისრო კვეთა რამდენიმე წუთში გაკეთდა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ძალიან გვიან მოხდა საკეისრო კვეთა, უკვე მკვდარი იყო ბავშვი, რომ გაკვეთეს ორსული ქალი. როცა ბავშვს გულისცემა შეუსუსტდა, მაშინ უნდა ყოფილიყო ჩარევა. დაუსჯელი არ დარჩება ეს ექიმი ნამდვილად,“ – განაცხადა მშობიარე ქალის ნათესავმა ქრისტინე ჯავახიშვილმა.

იტვირთბა....