„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის, განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გენერალურო პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა აირჩია არა კვალიფიკაციის, არამედ მისი გემოვების მიხედვით.
როგორც ბობოხიძემ ტვ „პირველთან“ განაცხადა, შოთაძე თავის დროზე ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის გამო წავიდა თანამდებობიდან, რაც იმ დროს სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ის არ გადამდგარა, ის პროტესტის გამო გადადგა თავის დროზე და იმ პროტესტის პრეტენზია იყო სწორი, რომ შოთაძე უნდა გადამდგარიყო. არის უამრავი პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაცის პროფესიონალი მათ შორის, რომელის შეძლებს გენპროკურორობას. მარა ივანიშვილისთვის არაა მთავარი კვალიფიკაცია, ის არჩევს მისი გემოვნების და პირადი ინტერესების მიხედვით. მე ივანიშვილის მაგივრად არ დავაბრუნებდი შოთაძეს. სხვას ავიყვანდი უფრო პროფესიონალს და ერთგულსაც. მარა ივანიშვილსაც არ აქვს დიდი არჩევანი“,- აცხადებს ირაკლი ბობოხიძე.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. შოთაძის კანდიდატურას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი ხმა სოფიო შენგელიამ მიიღო.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.