ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 165 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 638-მდე გაიზარდა.
დაღუპულთაგანა თითქმის ყველა, 636 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ხოლო მეორე – ფილიპინებზე.
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 1 588 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა.