ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი ჰოსპიტალში გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

როგორც ბიზნესმენის შვილი აცხადებს, მამის მდგომარეობა რთულია და მას გამოკვლევები უტარდება. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ კარდიოლოგიური პრობლემები ავთანდილ წერეთელს სასამართლო პროცესის შემდეგ განუვითარდა.

“აბაზანაში ვიპოვეთ გულწასული და საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. ადამიანს ცხოვრებაში ბრალი კიარ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც ხუთი ოპერაცია აქვს სიმსივნეზე გაკეთებული და დღეში ოთხ ნემსს იკეთებს ინსულინის, ყოველ დღე ატარებენ სასამართლოზე საათობით. პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში ისეთი, რომელიც ყოველდღე ადამიანს საათობით ატარებდნენ 70 წლის კაცს სასამართლო პროცესებზე. დღეს რომ მოვიდა მეუბნებოდა უეჭველი მიჭერენო და მერე მეუბნებოდა ცივი ოფლი მასხამსო და შაქარი გაიზომა და რამოდენიმე წუთში უკვე უგონოდ იყო. ამ ადამიანის ჯანმრთელობას პირადად ვაკისრებ ხელისუფლებას. ის რა მდგომარეობაშიც არის ახლა პირადად ხელისუფლების დამსახურებაა და მე სულ ვამბობ, რომ ამის გაკეთების მხოლოდ ერთადერთი მოტივი აქვთ, რომ გააჩერონ ის მედია, რომელშიც ახლა ყველა ერთად ვართ შეკრებილები და გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი მედია. პასუხიმგებლობას ვაკისრებ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლებას. მერე არავინ არ დაიწყოს, რომ ზევიდან მარიგებდნენ და ესე მეუბნებოდნენ ყველას პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ.” – აცხადებს ვატო წერეთელი.

იტვირთბა....