თბილისში, ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მოკლულის სიმამრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა, კონფლიქტი მეზობლებს შორის კი, დაურეგისტრირებელი ტერიტორიის გამო დაიწყო.
“ათჯერ მაინც დავრეკეთ პოლიციაში. დავწერეთ განცხადება, რომ პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ არავინ არ მოსულა. მან ერთხელ ჩემი სიძე დაჭრა, არც ეს ფაქტი ყოფილა გამოძიებული. ჩემი ქალიშვილი შოკშია, მას ორი პატარა შვილი ჰყავს, სად უნდა წავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. კონფლიქტის მიზეზი დაურეგისტირებელი ტერიტორიაა, რომელზეც დავა უკვე თვეებია მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტრო და მერია საქმის კურსში არიან, თუმცა მათ ამ პრობლემის გადაწყვეტა არ ისურვეს. ალბათ, 20-ჯერ ან 25-ჯერ გვაქვს დარეკილი პოლიციაში ამ დავის გამო, თუმცა არავის რეაგირება არ მოუხდენია. დღეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩხუბი მოხდა. ჩემს სიძეს სამჯერ ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. დილით, ჩვენმა მეზობელმა შეგნებულად მომატვრია ჩვენი ღობე და დააზიანა კამერები. ჩემი სიძის მოკვლა ჰქონდა მას განზრახული. შემდეგ შევიდა, გამოიტანა იარაღი და ესროლა. კონფლიქტის მიწის შესყიდვის შემდეგ დაიწყო და უკვე თვეებია გრძელდება. ჩვენ სახლი ავაშენეთ, აქ ცხოვრება გვინდოდა, მაგრამ ხედავთ ყველაფერი რით დასრულდა. სულ ვამბობდი, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს უკვე რა ვთქვა, აღარ ვიცი”, – უთხრა ჟურნალისტებს მოკლულის სიმამრმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცოტა ხნის წინ დააკავა.