ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც იტყვის ე.წ. გერმანული მოდელი არის თუ არა კონსტიტუციური” – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მის აპარატს ეუთო/ოდირთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და ორგანიზაციის წევრებთან გავლილი იყო ის კითხვები, რაც ოპოზიციას აინტერესებდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც დაადგენს, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა შეესამაბემა თუ არა არსებულ კონსტიტუციას.

„მე რა კომენტარებსაც ვუსმენ, ფაქტია რომ აღნიშნულ დასკვნას იზიარებს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. შეკითხვა გავლილი იყო წინასწარ ეუთო/ოდირთან და შესაბამისად, მათ წინასწარ იცოდნენ, საქართველოში რა კითხვებთან დაკავშირებით სურდათ მათი პასუხის მიღება.  ჩვენი შეკითხვა იყო შემდეგი, თუ რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს. და ასევე მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რამდენად შესაძლებელი იყო ცვლილებების განხოციელება“,-აცხადებს ლომჯარია.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მას არ ჰქონია მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა, „გერმანული მოდელი“ შეესაბამებოდა თუ არა არსებულ კონსტიტუციას.

„მე პირადად არ მქონდა დიდი მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა, ეს ინიციატივა კონსტიტუციური იყო თუ არა. თუმცა, შესაძლებელი იყო, გარკვეული მინიშნებები ირიბად გაკეთებულიყო.

საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც იტყვის ეს კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციური. ამის პრეროგატივა ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არა კანონპროეტებს, არამედ უკვე ძალაში შესულ კანონებს განიხილავს“,- აცხადებს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის,  სახალხო დამცველი იყო შუამავალი ოპოზიციასა და ეუთო/ოდირს სორის. შსაბამისად, სწორედ სახალხო დამცველს ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

 

 

 

იტვირთბა....