ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ „ოპოზიცია დატუქსა“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ეუთო/ოდირი ის ადგილი არაა, სადაც კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავენ.

“პირველივე ნაწილში ეუთო/ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული სასამართლოს პრეროგატივა“, – აცხადებს მდმარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების არსებულ მოდელით ჩატარებას დათანხმდება.

„ჩვენ შუთანხმებლობის შემთხვავაში, გვიწევს ჩავატაროთ არჩევნები იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ ვურჩევ ოპოზიციას, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს რაციონალურად. მათსავე ინტერესებში ჯდება, რომ დათანხმდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოდელს,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

იტვირთბა....