ახალგორის გადასასვლელი შესაძლოა დღეს ისევ ჩაიკეტოს.საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია. ამ დროისათვის პენსიონერების მიმოსვლა ჯერ კიდევ დაშვებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ავრცელებს.
“როგორც ოსური მხარის მიერ არის დაანონსებული, გადაადგილება დღევანდელი დღის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და შემდეგ ორი თვით დაიკეტება. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მიმოსვლა შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდეს იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მხოლოდ ქართულ პირადობის მოწმობას ფლობენ და პენსიებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. ამ ხალხში 50 ადამიანია, ვინც არ გადმოსულა და პენსია არ აუღია, ამიტომ სანამ ეს ადამიანები არ გადმოვლენ, შესაძლოა იყოს ღია,” – აცხადებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.