“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ, ეხმაურება და აცხადებს, რომ “ოცნებამ” მორიგი ტყუილების თქმა დაიწყო.
„დაიწყო ტყუილების მორიგი კასკადი …
ეუთო/ოდირმა დადო დასკვნა, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ჩვენი შეთავაზება არის არაკონსტიტუციური.
არადა, არაკონსტიტუციური რომ იყოს, ამას ძალიან ღიად იტყოდა, ზუსტად ისე, როგორც შარშან მოლდოვას უთხრა – თქვენი საარჩევნო კოდექსის პროექტი არაკონსტიტუციურიაო!
ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. უბრალოდ, ქართული ოცნების უსტაბაშები იმედოვნებენ, რომ ხალხი შტერია და ამ დასკვნას არ წაიკითხავს, ამიტომ ისევ თავისი მითებით გამოკვებავენ“, – წერს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზე, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებს დღეს გამოქვეყნდა