ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეუძლებელია, სადმე ეწეროს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოპოზიციის ბრიფინგიდან ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი აპირებენ, ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.

„ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს. ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. შეუძლებელია, ეს სადმე ეწეროს. ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა. თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. თუ ვინმე ცდილობს, მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ. ჩვენ ვნახეთ ერთი შემთხვევა გუშინწინ, როდესაც შეეცადნენ, მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, რომ ბათუ ქუთელია არ იყო არსად ნახსენები კონტრაქტში, არც აპლიკაციაში და არც „ნაცების“ წარმომადგენლად ლობისტ კომპანიასთან. აღმოჩნდა, რომ იყო, რაც შემდეგ აღიარა კომპანიის ხელმძღვანელმა. მე მათ შევპირდი, რომ ტყუილს არ შევარჩენდი. იგივე ხდება დღესაც. ყურადღებით გავეცნობი ეუთო/ოდირის დასკვნას, ყურადღებით გაეცნობა მმართველი გუნდი და ხვალ აუცილებლად თავად დასკვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორ მდინარაძე აცხადებს, ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ვერც ერთი სიტყვა ვერ თქვა, რომ ეუთო/ოდირმა დაწერა, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციას.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, თუ საწინააღმდეგო წინადადებას ვინმე სადმე წამიკითხავს, მე ბოდიშს მოვუხდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....