ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება მე მეშლება და მინდა თქვენ განმარტოთ, შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში” – არველაძე ტიკარაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა და განაცხადა, რომ აინტერესებს რეალურად შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ამას მოჰყვა პირდაპირ შკვალი, მე აღარ ვიტყვი ისეთი უცენზურო და ასე შემდეგ. თავი დავანებოთ ამ ამბავს, თუმცა იყო დადებითი გამოხმაურებებიც. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხევბის და ა.შ თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. აი, ამისთვის შემდეგ, მე განმარტება გავაკეთე, რომ გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები, არსებობს სხვა პროგრამებიც, თუმცა, შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“- განაცხადა რევაზ არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

იტვირთბა....