„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა – ნაციონალური ვირუსი”
ნუკრი ქანთარია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ასე მიმართა ქანთარიამ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც დეპუტატები “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.