„ზალკალიანის შეხვედრის დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ნამდვილად პოზიტიური იყო შეხვედრა. თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდაო, ამის მოლოდინი არ მაქვს. გავაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ და მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგხვდეს არანაირი პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში“
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, მდინარაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტის პერიოდში მათ მიიღეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება.
ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა. რიშთან ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.