ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დამოუკიდებელი ინსტიტუტები უნდა ჩამოაყალიბონ, სადაც გადაწყვეტილებების მიღება კულუარულად არ ხდება“ – ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის ვიზიტს გამოეხმაურა და აცხადებს, რომ მთავარი ხელისუფლების მხრიდან საჭირო რეფორმების გატარება და სამართლიანობის აღდგენაა.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ტვ „პირველის“ ეთერში აღნიშნავს, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების კონსულტაციები უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანისთვის საჭირო რეფორმები გაატაროს.

ბესელიას შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, დამოუკიდებელი ინსტიტუტეტი შექმნას, სადაც გადაწყვეტილებებს „კულუარულად“ არ მიიღებენ.

„მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ეუბნება, რომ ვიზიტები კი ვერ შეცვლის ვერაფერს, არამედ მიიღეთ გადაწყვეტილებაო. უნდა შეცვალონ საარჩევნო სისტემა, ჩაატარონ მართლმსაჯულების რეფორმა, რათა ადამიანებს სამართლიანობის იმედი ჰქონდეთ და ყოველდღე სასამართლო პროცესებზე კი არ უნდა დაარბენინებდენ. დევნა კი არ უნდა დაიწყონ და ოპონენტები კი არ უნდა ჩაყარონ ციხეში და კი არ უნდა არბენინო სასამართლოდან სასამარლოში, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უნდა ჩამოაყალიბონ, სადაც არ იქნება ისეთი მმართველობა, როცა კულუარულად ხდება გადაწყვეტილებების მიღება“,- აცხადებს ეკა ბესელია.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტის პერიოდში მათ მიიღეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება.“

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა. რიშთან ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

იტვირთბა....