მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის – ასე ეხმაურება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ზუკა ბერძენიშვილის კრიტიკას.
“ესეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით” – განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა, სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძე, გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. აღსანიშნავია ის ფაქრიც, რომ ფოტო, რომელიც საქართველოს მთავრობის ფესიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელების შეხვედრასა და გამარჯვება მილოცვას აღბეჭდავდა.