ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

BLOOMBERG: აშშ-ს პრეზიდენტმა უნდა მიუთითოს ივანიშვილს ანგარიშვალდებულებისაკენ

გავლენიანი გამოცემა BLOOMBERG, ელი ლეიკის ავტორობით, აქვეყნებს სტატიას, სადაც მწვავედაა გაკრიტიკებული “ქართული ოცნება” და მისი ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი.

“იდეალურ სამყაროში ამერიკის პრეზიდენტს დასჭირდებოდა რამდენიმე წუთი, რომ “პოლიტიკურად დაესაჯა” მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და ხელისუფლების რეალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს თავადაც შეძლო გამოეხატა შეშფოთება, რომ საქართველო, რომელიც ადრე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა დასავლეთისთვის, ამჟამად ავტორიტარიზმისკენ მიექანება.

სტატიაში მოყვანილია მცირე ისტორია საქართველოში, ახლო წარსულში განვითარებულ მოვლენებზე. საუბარია იმაზე თუ როგორ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი მიტინგის დარბევის შემდეგ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველისგან მოდის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების კონგრესმენებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ პოლიტიკური დევნაზე, დაპირებული პროპორციული არჩევნების შემდეგ პოზიციის შეცვლაზე და ა. შ.

ამასთან, სტატიის ავტორი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ივანიშვილის 5 მილიარდიან ქონებას. ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილის “პოლიტიკური დასჯა” მარტივადაა შესაძლებელი, რითაც ავტორი ფინანსური სანქციებისკენ მიუთითებს.

 

იტვირთბა....