სამართალდამცავებმა სტუდენტებს, რომლებიც უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის გამო უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ და პარლამენტთან აქცია გამართეს, კარვების გაშლის უფლება არ მისცეს. რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
“არ ვაპირებთ აქედან წასვლას. ხვალ, სავარაუდოდ, არც ერთი არ გავალთ გამოცდაზე. ვცადეთ კარვების გაშლა, გამოგვყარეს იქიდან; გვითხრეს, რომ შეგიძლიათ უკანა მხარეს გაშალოთო. აქეთ წამოვედით, მაგრამ კარვები წაგვართვეს, თავის მანქანებში შეტენეს და წაიღეს”,- განაცხადა აქციის მონაწილე ლანა ახალაძემ.
შეგახსენებთ რომ, აქციის მონაწილეები უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათ ქართულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის სჭირდებათ.