ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, “სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

“თანასწორიბის მოძრაობას” მიმდინარე წლის იანვარში, ტრანსგენდერმა ქალმა განუცხადა, რომ სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პირმა, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით. ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. საქმეში „თანასწორობის მოძრაობის“ ჩართვის შემდეგ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღნიშნული პირის ვინაობა დაადგინეს და დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი. დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს.

 

იტვირთბა....