ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კადიროვის მორიგი მსხვერპლი” – ფრანგული მხარე შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობს

საფრანგეთის ქალაქ ლილში, ჩეჩენი ბლოგერი და ჩეჩნეთის ლიდერის რაზმან კადიროვის პოლიტიკის  კრიტიკით ცნობილი ირმან ალიევი სასტუმროში სადისტურად მოკლული იპოვეს. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული სავარაუდოდ, დანით. აღნიშნული ბასრი საგანი სამართალდამცველებმა ცხედრის გვერდით იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალება “ნიუსრუ” ავრცელებს.

ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობა შეკვეთლს ჰგავს და არ არის გამორიცხული “პოლიტიკური მოტივიც”.

როგორც ალიევის ოჯახის ახლობელი ამბობს, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, ირმანი დაუკავშირდა ოჯახს ბელგიიდან და უთხრა, რომ მასთან სტუმრად იყო ჩასული სტუმარი ბელგიიდან. მან ოჯახს უთხრა, რომ რამდენიმე დღით საფრანგეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც მოხდა კიდევ მისი ლიკვიდაცია.

ირმან ალიევი ბელგიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფებოდა. მკვლელობაზე საფრანგეთში უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. თუმცა, ადგილობრივი სამართალდამცველები ამბობენ, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ზუსტად, ჩეჩნეთიდან სტუმრად ჩამოსული პირია, რომელმაც უკვე მოასწრო საზღვრის გადაკვეთა და ამჟამად ის რუსეთში იმყოფება.

პოლონეთში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა უკვე დაასახელა სავარაუდო მკვლელი. მისი თქმით, ის არის ჩეჩნეთში მცხოვრები ვინმე უსმან მამადიევი. უფრო მეტიც, ის დეტალურად ყვება თუ როგორ აიღო ბილეთი სავარაუდო მკვლელმა, როგორ ჩაფრინდა ბელგიაში და რა მეთოდით მოკლა ჩეჩენი ბლოგერი ირმან ალიევი.

“მან ალიევს დასაძინებელი საშუალება მისცა და შემდეგ დანით რამდენიმე ადგილზე მიაყენა ჭრილობა” – ამბობს აბდურახმანოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და კვალი რაზმან კადიროვისკენ მიდის.

ინფორმაციისთვის: პოლონეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან, კადიროვის ბიძაშვილთან დაპირისპირების გამო გაიქცა პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფარის მისაღებად.

 

იტვირთბა....