ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდაცვის უწყების კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიცე-პოლკოვნიკი თავდაცვის უწყების ქონებას უკანონოდ 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში დაეუფლა.

იტვირთბა....