სულ მცირე 14 მოსწავლე დაიღუპა და 40-მდე დაშავდა კენიაში, დაწყებით სკოლაში ჭყლეტის შედეგად.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა დასავლეთ კენიაში, დედაქალაქ ნაირობიდან ჩრდილო-დასავლეთით, კაკამეგას სკოლაში მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ჭყლეტა. დაუდასტურებული ინფორმაციით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ბავშვები კიბისკენ გაემართნენ, რა დროსაც ის ჩაინგრა, აღნიშნულს კი, პანიკა მოჰყვა.
“ბავშვების დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. ვუსამძიმრებ მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები,” – თქვა ქვეყნის განათლების მინისტრმა, ჯორჯ მაგოჰამ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.