“ვიდრე სასამართლოში მოვიდოდი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ვიყავი მიწვეული და მივაწოდე ყველა ინფორმაცია ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც, ჩემთან დაკავშირებითაც და ყველა დანაშაულთან დაკავშირებით. ჩემთვის ყველა კარი არის ღია ამერიკის საელჩოშიც, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც, ყველგან მიღებენ მაღალი დონით. როგორც ჩვენი დეგენერატი ვოლსკი და მდინარაძეები ფიქრობენ, რომ ჩემი დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, მასე არ ფიქრობენ დიპლომატები. ჩემთვის არის ყველგან კარი ღია, მე მივდივარ ყველგან და ვაწვდი ინფორმაციას ხელისუფლების შესახებ”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
განაცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას