„ეს საკითხებია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის საკითხები, სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ხალხის და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება და ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ. ეს ტყუილია, არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია”
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.