ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა მოხდა მაჩაბლის ქუჩაზე – ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

შემთხვევა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა, წუხელ, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

“დაჭრილები ახლო ნათესავები არიან. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ 37 წლისაა, თავის მოკვლას ცდილობდა, რაშიც მას ხელი, სახლში მყოფმა ოჯახის ახლობელმა, სავარაუდოდ ქალბატონმა შეუშალა. წყაროს ცნობით, ის ახალგაზრდა მამაკაცის დეიდაა. იარაღის წართმევის დროს კი, მოხდა გასროლა. რა დროსაც ორივე დაიჭრა. ქალბატონი ფეხშია მსუბუქადაა დაჭრილი”, – წერს პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს – 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

 

იტვირთბა....