ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში, 4 თებერვალს, წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....