“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმსა და ძალადობას განიხილავს. ეს არის ძალიან ცუდი, რაც, რა თქმა უნდა, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც ვხედავთ, ოპოზიცია ამას არად დაგიდევს. ვიმეორებ, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება კანონის ფარგლებში, კანონის შესაბამისად, ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს ქვეყანას“
სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადებით კილაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტირებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხვალიდან აქციების განახლებას გეგმავს.