თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდრებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი მუშაობდა.